top of page

საქართველოს ეკონომიკა - მიწის დამუშავებიდან ინოვაციურ შემოსავლისკენ?

Updated: Nov 26, 2020

პოლისი პულსი - 30 მაისი 2019 - გიორგი ანჯაფარიძე

26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის 28 წლისთავი იზეიმა. დამოუკიდებლობის გამოცხადებისას, საქართველოს წინაშე მრავალი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები იდგა. ერთ-ერთი ფუნდამენტალური საკითხი ქვეყნის განვითარებისთვის იყო აგრარულიდან თანამედროვე ეკონომიკურ მოდელზე გადასვლა. ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.


2017 წელს საქართველოში დასაქმებულთა 43% მუშაობდა აგრარულ სექტორში. ეს მონაცემები დიდად არ შეცვლილა 1991 წელთან შედარებით როცა შეადგენდა 49%-ს. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის ასეთი მაღალი დასაქმებულთა პროპორცია აგრარულ სექტორში როგორიც არის საქართველოში. გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში და ესპანეთში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 5%-ს. საქართველოში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა პროპორცია მსგავსია არსებულ ვითარებასთან რომელიც არის კამერუნში (47%), ლიბერიაში (46%) და ბენინში (42%).


გარდა ამისა, ქართველი ფერმერების მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულება არის ბევრად უფრო ნაკლები ვიდრე ევროპელი ფერმერების. 2017 წელს საშუალოდ ქართველმა ფერმერმა, ხარჯების შემდეგ, შექმნა $1,311-ის პროდუქცია, ხოლო შვეიცარელმა ფერმერმა შექმნა $30,884-ის პროდუქცია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 1 შვეიცარელი ფერმერი ქმნის იმდენი ღირებულების პროდუქციას რამდენსაც ქმნის დაახლოებით 24 ქართველი ფერმერი.


არსებული სიტუაცია საჭიროებს ორი მიმართულებით მუშაობას. პირველი,უნდა შეიქმნას მიმართულება რომელიც დაეხმარება ხალხს დასაქმდეს სხვა სფეროში, გარდა სოფლის მეურნეობისა. მეორე, ასევე საჭიროა დავეხმაროთ ქართველ ფერმერს რომ გააუმჯობესოს კონკურენტუნარიანობა.


დამოუკიდებლობის შემდეგ ძირითადი მიზეზი მოსახლეობის საზღვარგარეთ წასვლის იყო არა შეიარაღებული კონფლიქტები, არამედ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარება. ოთხიდან ერთმა მაცხოვრებელმა დატოვა საქართველო. კადრების შენარჩუნებისთვის საჭიროა შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები. ამასთანავე, მაღალპროდუქტულ დასაქმებაზე გადასვლა გაამყარებს ეკონომიკურ ზრდას.


ვერიტას გლობალ-ის შესახებ: ჩვენი ხედვა არის მოვახდინოთ მსოფლიოზე პოზიტიური გავლენა სიმართლეზე დაფუძნებული რჩევით და საღი ანალიზით. ჩვენ ვმუშაობთ კლიმატის ცვლილებაზე, საერთაშორისო კონფლიქტების ეკონომიკაზე და ინფრასტრუქტურის საკითხებზე.



bottom of page